top of page

ყოველდღიური პრაქტიკები

მოკლე სავარჯიშოები სუნთქვის შესამჩნევად, პაუზისა და რეფლექსიისთვის. აირჩიე შენთვის შესაფერისი.

სუნთქვა

ერთი წუთით დააკვირდი შენს ბუნებრივ სუნთქვას

პაუზა

შეჩერდი და შეამჩნიე გარემოში სამი საგანი და ერთი ხმა

რეფლექსია

უპასუხე სამ კითხვას: რას გრძნობ, რა გჭირდება და რას გააკეთებ

⚠

ეს პრაქტიკები არ ცვლის პროფესიულ დახმარებას. თუ თავს ცუდად გრძნობ ან სირთულე დიდხანს გრძელდება, მიმართე სპეციალისტს. კრიზისულ სიტუაციაში დაუყოვნებლივ დარეკე 112-ზე.

ყოველდღიური პრაქტიკები

მოკლე სავარჯიშოები სუნთქვის შესამჩნევად, პაუზისა და რეფლექსიისთვის. აირჩიე შენთვის შესაფერისი.

სუნთქვა

3 წუთი ნელი, ცნობიერი სუნთქვისთვის — შეამჩნიე ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.

პაუზა

1 წუთიანი გაჩერება საქმეებს შორის — დაბრუნდი აქ და ახლა.

რეფლექსია

5 წუთი მოკლე კითხვებისთვის: რას ვგრძნობ და რა მჭირდება ახლა?

პრაქტიკები და სავარჯიშოები

Studio photography of smooth gray stones stacked neatly beside a beige linen notebook. The scene evokes a calm, minimalist, and spa-like atmosphere.
თერაპიული პრაქტიკები

გეხმარება ემოციების ამოცნობასა და მათთან მზრუნველად მოპყრობაში. პატარა ნაბიჯიც ცვლილების დასაწყისია.

10–15 წუთი

Studio photography of a linen-covered notebook with the title 'A Calmer Mind' alongside smooth, neutral-toned stones. The scene evokes a sense of mindfulness, tranquility, and organized simplicity.
სუნთქვა

ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დაძაბულობას. შენი სუნთქვა ყოველთვის შენთანაა.

2–5 წუთი

Studio photography of stacked grey river stones, a blank notebook, and a dried flower stem on beige linen fabric. The composition exudes a calm, minimalist, and peaceful atmosphere.
მაინდფულნესი

ყურადღებას აწმყოზე აბრუნებს, განსჯის გარეშე. ყოველი წამი ახალი შესაძლებლობაა.

5–10 წუთი

Studio photography of an open notebook resting on a rumpled beige linen sheet. Surrounded by a lit candle, smooth stones, and a cup, the scene creates a calm and minimalist atmosphere.
მიკრო-შესვენებები და სამუშაო რიტმი

აბალანსებს დატვირთვასა და დასვენებას სამუშაო დღის განმავლობაში. დასვენებაც პროდუქტიულობის ნაწილია.

1–3 წუთი

Studio photography of a fabric-bound notebook resting on a crumpled beige linen cloth beside smooth pebbles and dried flowers. The scene evokes a calm, minimalist, and peaceful aesthetic.
დამიწება / grounding

შფოთვისას ყურადღებას სხეულსა და გარემოზე აბრუნებს. შენ აქ ხარ და უსაფრთხოდ ხარ.

3–5 წუთი

სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები

გეხმარება სხეულში დაგროვილი დაძაბულობის შემჩნევასა და განთავისუფლებაში. მოუსმინე სხეულს — ის ბევრს გეუბნება.

5–10 წუთი

რესურსის აღდგენა

როცა ძალა გამოგელია, დიდი ცვლილებები არ არის საჭირო. სცადე მარტივი გზები, რომლებიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს.

პაუზა — გაჩერდი ერთი წუთით და უბრალოდ ისუნთქე.

წყალი — დალიე ერთი ჭიქა წყალი, ნელა.

მოძრაობა — ადექი, გაიწელე ან გაიარე რამდენიმე ნაბიჯი.

საუბარი — მისწერე ან დაურეკე ადამიანს, ვისთანაც კომფორტულად ხარ.

პრიორიტეტის გადახედვა — აირჩიე ერთი მთავარი საქმე, დანარჩენი გადადე.

ინსტრუმენტები

განწყობის დღიური

დღის გზამკვლევი

მაინდფულნესი: გაცნობიერება მოცემულ მომენტში

მაინდფულნესი არის მიზანმიმართული ყურადღება იმაზე, რაც აქ და ახლა ხდება, საკუთარი თავისა და სხვების განსჯის გარეშე. ფესვები აღმოსავლურ პრაქტიკებშია, თუმცა დღეს ის მეცნიერებაზე დაფუძნებულ პროგრამად არის ჩამოყალიბებული.

MBSR პროგრამა

მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის შემცირების პროგრამა 1979 წელს ჯონ კაბატ-ზინმა შექმნა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში.

ორი თვე

პროგრამა ორთვიანია: ყოველკვირეული შეხვედრები და ყოველდღიური პრაქტიკა, მარტივიდან რთულისკენ.

ფორმალური პრაქტიკა

ჯდომითი მედიტაცია, სუნთქვაზე დაკვირვება, სიარულისა და კვების მედიტაცია, გაცნობიერებული მოძრაობა (იოგა): დღეში 20–45 წუთი.

ავტოპილოტიდან ყოფნაში

პრაქტიკა ავარჯიშებს „მოხეტიალე გონებას“: ნაკლები overthinking და შემოჭრითი ფიქრები, მეტი ყოფნა სხეულთან და აწმყოსთან.

თერაპია არ არის

მაინდფულნესი ბავშვობის გამოცდილებაზე არ მუშაობს. ის გვასწავლის უსიამოვნო შეგრძნებასთან ყოფნას ისე, რომ არ დავზიანდეთ.

ბაღის მეტაფორა

რამდენსაც დათესავ და ყოველდღე მორწყავ, იმდენი ამოვა. პრაქტიკა ყოველდღიურია და მოლოდინის გარეშე.

არგანსჯა

ვარ ჩემს გამოცდილებასთან კრიტიკისა და მოლოდინის გარეშე, იქნება ის სასიამოვნო, უსიამოვნო თუ ნეიტრალური.

დამწყების გონება

ყველაფერს ცნობისმოყვარეობით ვუყურებ და ვკითხულობ: „რა არის ეს ახლა?“ ექსპერტის „ვიცი“ ახალ გამოცდილებას კარს უხურავს.

არსად ვჩქარობ

ვაკეთებ ერთსა და იმავე პრაქტიკას, მომწონს თუ არა, შედეგისკენ სწრაფვის გარეშე.

ნდობა

ვსწავლობ ჩემი სხეულის ნდობას: ვამჩნევ ჩემს ზღვარს და ვჩერდები იქ, სადაც თავს არ ვაზიანებ. ზღვარი მოქნილია და იცვლება.

მიღება და გაშვება

ვიღებ იმას, რაც ახლა არის. მიღებას გაშვება მოჰყვება, როგორც ჩასუნთქვას ამოსუნთქვა.

ფორმალური და არაფორმალური პრაქტიკა. ფორმალური პრაქტიკა ნიშნავს, რომ ყოველდღე გამოვყოფთ დროსა და სივრცეს ვარჯიშისთვის. არაფორმალური პრაქტიკა შეგრძნებების შემჩნევაა ყოველდღიურ საქმეებში. სხვა ფსიქოლოგიური მიდგომებიც იყენებენ მაინდფულნესის ელემენტებს, თუმცა მყარი უნარი სწორედ რეგულარული ფორმალური პრაქტიკით ყალიბდება.

რატომ ჰგონიათ, რომ თერაპიაა. პრაქტიკის დროს შეიძლება ამოტივტივდეს ძველი მოგონება, ფიქრის, განცდის ან სხეულის შეგრძნების სახით. მაინდფულნესში ყურადღება მაინც აწმყოზე რჩება: რა შეგრძნებაა ახლა. მიზანია, უსიამოვნო შეგრძნება ჩვენი ნაწილი გახდეს და „დავუმეგობრდეთ“. ეს სამუშაო მარტივი არ არის, ამიტომ სასურველია, მარტო არ გავაკეთოთ.

რა იცვლება ყოველდღიურობაში. ყოფნის მდგომარეობა თანდათან ფართოვდება: სხეულის შეგრძნებებიდან სტრესულ სიტუაციებზე, კომუნიკაციასა და რთულ ემოციებზე. ადამიანი სწავლობს ტკივილთან და რთულ გამოცდილებასთან ყოფნას თვითკრიტიკის გარეშე.

სად ინახება სტრესი. მიდგომის მიხედვით, სტრესი და მძიმე გამოცდილება აისახება სამ დონეზე: ფიქრებში, ემოციებსა და სხეულში. ამიტომ პროგრამა სამივეზე მუშაობს: მედიტაციით, სუნთქვითი პრაქტიკებით, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობის (self-compassion) პრაქტიკებითა და გაცნობიერებული მოძრაობით.

ხუთი ღირებულება
bottom of page