top of page

კონფიდენციალურობა

„შენთან ერთად“ შექმნილია ისე, რომ საიტით სარგებლობისთვის შენი ვინაობის მითითება საჭირო არ იყოს.

განწყობის დღიური

დღიურის ჩანაწერები ინახება მხოლოდ შენს მოწყობილობაზე, შენს ბრაუზერში. ისინი საიტზე არ იგზავნება და მათ ვერავინ ხედავს — ვერც საიტის გუნდი, ვერც სხვა ადამიანები. ჩანაწერების წაშლა დღიურის გვერდზევე შეგიძლია.

საიტის სტატისტიკა

საიტის შეფასებისა და განვითარებისთვის ვიყენებთ მხოლოდ შეჯამებულ სტატისტიკას — მაგალითად, რამდენჯერ გაიხსნა ესა თუ ის გვერდი. ეს სტატისტიკა კონკრეტული ადამიანის ამოსაცნობად არ გამოიყენება და მხოლოდ სივრცის გასაუმჯობესებლად გვჭირდება.

შეფასების ფორმა

შეფასება და კომენტარი, რომელსაც თავად გამოგზავნი, ინახება საიტის სისტემაში და გამოიყენება მხოლოდ სივრცის გასაუმჯობესებლად. შეფასებისთვის სახელი ან ელფოსტა საჭირო არ არის. გთხოვ, კომენტარში ჯანმრთელობის პირად დეტალებს ნუ ჩაწერ.

მასალა საგანმანათლებლოა და არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ მდგომარეობა ძლიერ გაწუხებს, გრძელდება ან ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს, მიმართე სპეციალისტს.

bottom of page