მხარდაჭერის გზები
თუ სპეციალისტის მოძიება, მეტი ინფორმაცია ან მხარდაჭერა გჭირდება — შესაძლოა ეს ინფორმაცია შენთვის სასარგებლო იყოს.
დახმარების თხოვნა შეგიძლია მაშინაც, როცა არ იცი, საიდან დაიწყო.
გადაუდებელი დახმარება ↓
როდის არის დრო, ფსიქოლოგს მივმართოთ
მთავარი საზომი ერთია: თუ სირთულე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის და საკუთარი რესურსი მის დასაძლევად აღარ გვყოფნის, ს პეციალისტის დახმარების დროა. ნიშნები მრავალფეროვანია და სიმძიმით განსხვავდება.
შფოთვა და სტრესი
ძლიერი, ხშირი შფოთვა ან სტრესი, რომელსაც ვეღარ ვუმკლავდებით.
გუნება-განწყობა და მოტივაცია
განწყობის დაქვეითება, მოტივაციის გაქრობა, ინტერესის დაკარგვა.
ურთიერთობები და თვითშეფასება
სირთულეები ადამიანებთან ურთიერთობაში, თვითაღქმისა და თვითშეფასების პრობლემები.
სხეულის ჩივილები
ფიზიკური ჩივილები, რომელთაც სამედიცინო საფუძველი არ უდასტურდება და შესაძლოა სტრესს უკავშირდებოდეს.
ყურადღება და მეხსიერება
კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების სირთულეები.
აკვიატებული ფიქრები
ფიქრები, რომლებიც ცნობიერებაში იჭრება და შფოთვასა და მოუსვენრობას იწვევს.
ადაპტაცია
უცხო გარემოსთან შეგუების სირთულე, დისკომფორტი ხალხმრავალ ადგილებში, ძლიერი შფოთვა საჯარო გამოსვლისას.
მავნე მოხმარება
ალკოჰოლის, სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ან აზარტული თამაშები, რომლებიც ზიანს გვაყენებს.
ემოციების მართვა
მოჭარბებული აგრესია, ბრაზის კონტროლის სირთულე, საკუთარ ემოციებში გარკვევის გაძნელება.
ეგზისტენციალური კითხვები
საკუთარ თავში გარკვევის სირთულე: რა მსურს, საით მივდივარ.
ეს გარშემომყოფებსაც ეხება. ზოგი ფსიქიკური სირთულე პრობლემური ქცევით ვლინდება და დისკომფორტს უქმნის ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც. საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ ურთიერთობებსაც ამსუბუქებს.
როდის სრულდება თერაპია. მაშინ, როცა ადამიანი თავს კარგად გრძნობს და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს: სიმპტომების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა შემცირებულია და ცხოვრება სრულფასოვნად გრძელდება.
პრევენციაც მიზეზია. სპეციალისტთან მისასვლელად სიმპტომი აუცილებელი არ არის. პროფესიული გადაწვის (burnout) თავიდან ასაცილებლად ორგანიზაციები სპეციალისტებს თანამშრომლების მენტალურ ჰიგიენაზე ზრუნვისთვის იწვევენ. ეს ისეთივე ზრუნვაა, როგორიც ფიზიკური ჯანმრთელობის პროფილაქტიკა.
როდის ხდება ნიშანი პრობლემა. ჩამოთვლილი გამოცდილებები დროდადრო ყველას აქვს. სპეციალისტის ჩარევა საჭირო ხდება მაშინ, როცა ისინი ყოველდღიურ ფუნქციონირებას აფერხებს და ადამიანს შინაგანი რესურსი აღარ ჰყოფნის, რომ ემოციურ, ფსიქიკურ ან ქცევით სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.
როდის მივმართოთ
თუ განცდები გაწუხებს, გრძელდება ან ძილს, მუშაობას თუ ურთიერთობებს ართულებს, შეგიძლია ოჯახის ექიმს ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს გაესაუბრო.
მოემზადე საუბრისთვის
- ჩაინიშნე, რა შეიცვალა და როდიდან.
- იკითხე სპეციალისტის კვალიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და მუშაობის ფორმატის შესახებ.
- თქვი, რა მხარდაჭერას ეძებ და რა კითხვები გაქვს.
გადაუდებელი დახმარება
მხარდაჭერის შესახებ სრულად
♡
თემატური საკითხავი
დახმარების თხოვნის ნორმალიზება
სრულად წაკითხვა ↗
♡
თემატური საკითხავი
სამუშაო კრიზისი
სრულად წაკითხვა ↗
♡
თემატური საკითხავი
დახმარების თხოვნა და მხარდაჭერის რესურსები
სრულად წაკითხვა ↗
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თუ ფსიქიატრი?
გაიგე, ვის შეიძლება მიმართო და რას აკეთებს თითოეული სპეციალისტი.
ფსიქოლოგი
- ვინ არის: სპეციალ ისტი ფსიქოლოგიის განათლებით.
- როდის მივმართოთ: სტრესი, ურთიერთობები, ცხოვრებისეული ცვლილებები.
- რას აკეთებს: კონსულტაცია, შეფასება, მხარდაჭერა.
ფსიქოთერაპევტი
- ვინ არის: კონკრეტულ თერაპიულ მიდგომაში მომზადებული სპეციალისტი.
- როდის მივმართოთ: ხანგრძლივი სირთულეები, შფოთვა, დეპრესიული განცდები, ტრავმა.
- რას აკეთებს: რეგულარული თერაპიული სესიები.
ფსიქიატრი
- ვინ არის: ექიმი, ფსიქიატრიის სპეციალობით.
- როდის მივმართოთ: მძიმე ან ხანგრძლივი სიმპტომები, ძილის და ფუნქციონირების დარღვევა.
- რას აკეთებს: დიაგნოსტიკა, მკურნალობა, საჭიროებისას მედიკამენტები.
თერაპიული მიდგომები
CBT
აზრების, ემოციებისა და ქცევის კავშირზე მუშაობა.
ფსიქოდინამიკური
გამოცდილებისა და ქვეცნობიერი პატერნების გააზრება.
ჰუმანისტური
პიროვნული ზრდა და საკუთარი თავის მიღება.
სისტემური
ადამიანი ურთიერთობებისა და გარემოს კონტექსტში.
ოჯახური
ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციაზე მუშაობა.
სხეულზე ორიენტირებული მიდგომები
სუნთქვა, მოძრაობა და სხეულის შეგრძნებებზე ყურადღება გვეხმარება სტრესის შემცირებასა და ემოციების რეგულაციაში. ეს მიდგომები შეიძლება თერაპიას ავსებდეს.
ვის მივმართოთ
ეს პროფესიები ერთმანეთს ავსებს და ერთ საქმეს ემსახურება: ადამიანის ჯანმრთელობას. განსხვავება განათლებასა და ჩარევის ფორმაშია, ხოლო რთულ შემთხვევებში საუკეთესო შედეგს მათი ერთობლივი მუშაობა იძლევა.
ფსიქიატრი
განათლება: ექიმი; სამედიცინო უნივერსიტეტი და სპეციალიზაცია ფსიქიატრიაში.
რას აკეთებს: აფასებს მდგომარეობას, როგორც სამედიცინო პრობლემას, სვამს დიაგნოზს და გეგმავს მკურნალობას.
მედიკამენტი: ნიშნავს.
ფსიქოლოგი კლინიკური სპეციალიზაციით.
გან ათლება: ფსიქოლოგი კლინიკური სპეციალიზაციით.
რას აკეთებს: აფასებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კლინიკური ინტერვიუთი, კითხვარებითა და ტესტებით; ადგენს თერაპიული ჩარევის სქემას და აკვირდება დინამიკას.
მედიკამენტი: არ ნიშნავს.
ფსიქოთერაპევტი
განათლება: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ან სხვა ბაზისური განათლების მქონე სპეციალისტი, რომელმაც კონკრეტული თერაპიული მიმართულება დამატებით შეისწავლა.
რას აკეთებს: ატარებს თერაპიას არჩეული მეთოდით, ინ დივიდუალურად ან ჯგუფში.
მედიკამენტი: არ ნიშნავს, თუ ამავე დროს ფსიქიატრი არ არის.
მითები და სინამდვილე
მითი: „ფსიქოლოგიური პრობლემა არ იკურნება; როგორც ახლა ვარ, ასე ვიქნები ყოველთვის. “
სინამდვილე: თერაპიის არსი სწორედ ისაა, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ და სიმპტომების მართვა ვისწავლოთ. ზოგი დიაგნოზი სრულად არ ქრება, მაგრამ იმართება.
მითი: „ფსიქოლოგთან მხოლოდ ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე ადამიანები დადიან.“
სინამდვილე: ეს წარმოდგენა ბევრს აბრკოლებს. სპეციალისტს მიმართავენ სტრესის, ურთიერთობების, თვითშეფასებისა და პრევენციის გამოც.
მითი: „მედიკამენტი მავნებელია და მას ყოველთვის ჩაანაცვლებს ფსიქოთერაპია.“
სინამდვილე: ზოგი დიაგნოზის დროს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელია და სწორედ ის აძლევს ადამიანს ფსიქოთერაპიაში ჩართვის შესაძლებლობას.
მითი: „წამლის დანიშვნა განაჩენია.“
სინამდვილე: წამლის დანიშვნა ტრაგედია არ არის; ზოგჯერ ის მკურნალობის აუცილებელი ნაწილია.
Heading 6
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. It’s easy. Just click “Edit Text” or double click me to add your own content and make changes to the font.
Heading 6
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. It’s easy. Just click “Edit Text” or double click me to add your own content and make changes to the font.
Heading 6
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. It’s easy. Just click “Edit Text” or double click me to add your own content and make changes to the font.
Heading 6
I'm a paragraph. Click here to add your own text and edit me. It’s easy. Just click “Edit Text” or double click me to add your own content and make changes to the font.
კლინიკური ფსიქოლოგი. მისი მთავარი ინსტრუმენტი კლინიკური ინტერვიუა. ამ დროს იგი არკვევს, საიდან დაიწყო სირთულე, მათ შორის ოჯახის ისტორიასა და შესაძლო გენეტიკურ მოწყვლადობას, და აყალიბებს ჰიპოთეზას, რომელსაც თერაპიული სქემა ეფუძნება. დამატებით იყენებს ადაპტირებულ, დამტკიცებულ კითხვარებსა და ტესტებს, მაგალითად მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტის შესაფასებლად. კლინიკური ფსიქოლოგი თერაპიას ატარებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
ერთობლივი მუშაობა. როცა კლინიკური ფსიქოლოგი ხედავს, რომ საჭიროა ფსიქიატრის ჩართვა, პაციენტთან შეთანხმებით რთავს მას. ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის ტანდემი ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა. კარგ სპეციალისტს ესმის, როდის არის საჭირო გადამისამართება: ფსიქოთერაპევტი ამჩნევს, როდის სჭირდება ადამიანს ფსიქიატრის კონსულტაცია, ექიმი კი ხედავს, როდის დაეხმარება პაციენტს მედიკამენტის პარალელურად ფსიქოთერაპია.
ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპია ბევრ მიმართულებას აერთიანებს: კოგნიტურ-ბიჰევიორულს, ფსიქოდინამიკურსა და ფსიქოანალიტიკურს, არტთერაპიას, მუსიკოთერაპიას, ბიბლიოთერაპიას, ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოგანათლებას. თითოეულს ცალკე მომზადება სჭირდება.
ფსიქიატრი. ფსიქიატრია მედიცინის დარგია. ფსიქიატრი ექიმია, რომელიც მდგომარეობას სამედიცინო კუთხით ხედავს და აფასებს ფსიქიკური ფუნქციების დარღვევას: აღქმის, აზროვნების, მეხსიერების, ემოციისა და ქცევის. პირველი ნაბიჯი ყოველთვის სწორი დიაგნოსტიკაა, რადგან პრობლემის არასწორად განსაზღვრის შემთხვევაში მკურნალობაც ვერ დაიგეგმება სწორად.
როდის იდება თერაპია. მწვავე ფსიქოზური სიმპტომების, მაგალითად ბოდვისა და ჰალუცინაციების დროს, ფსიქოთერაპია დროებით ვერ ტარდება. ჯერ მდგომარეობის სტაბილიზაციაა საჭირო, რის შემდეგაც თერაპია გრძელდება.